logo_geo
eng_logo
დავით ზალკალინმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
- +

3 დეკემბერი. 2021. 14:48

 

 

„ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს მელანი ჟოლის შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრობას და პარტნიორობას.

 

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიციის გაჟღერებისათვის.

 

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს NATO-ს მინისტერიალს და მის შედეგებს, კანადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი დიდი მხარდაჭერა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner