ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
დუნდუამ შეხვედრის მონაწილეებს ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ ცვლილებების პროექტი გააცნო. ასევე, სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული სხვა სიახლეები.
აღნიშნული პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად მოამზადა. ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო, როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან. საბოლოოდ, დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება.