logo_geo
eng_logo
Bloomberg: მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 8.09 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს
- +

5 დეკემბერი. 2021. 20:50

 

 

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 8.09 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს.

 

შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 37.1 მილიონი ადამიანი იცრება.

 

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.51 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.25 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 632 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 462 მილიონი.

 

Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 68.8 % აიცრა, აშშ-ში 59.4%, ჩინეთში კი - 79.3 %-ზე მეტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner