logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას ფლანგის განცხადებები, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის ფლანგის განცხადებებთან
- +

6 დეკემბერი. 2021. 16:54

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. თუმცა, ეს ვარაუდია. ასე იქნება თუ არა, 100-%-იანი სიზუსტით ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალება შეიძლება არ გვქონდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელიას ფლანგის და მიხეილ სააკაშვილის ფლანგის მესიჯები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

 

„ნიკა მელიას და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს სწორედ ვარაუდის საფუძველს, რომ ეს დიდი განხეთქილება შესაძლოა „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს.

 

თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ისინი ერთ, მთავარ მესიჯზე ვერ თანხმდებიან - სააკაშვილის ფლანგი და სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ ის უნდა გათავისუფლდეს და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტული მოთხოვნა, ამავე დროს კი მელია და მისი ფლანგი აცხადებს, რომ არა - ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ამის შედეგად გათავისუფლება უნდა დადგეს დღის წესრიგში. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის და მისი ფრთისათვის, რომელთაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება და შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს, ამ ფონზე, მათ აქვთ მიზანი, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას მაინც მიაღწიონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner