logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სოციალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებობა აღარ დაუტოვა
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:12

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელობა ინიციატივა გააჟღერა, მათგან მთავარი პენსიონერებს და პენსიის ზრდას შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობა ხალხის საჭიროებებზე და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე არის ორიენტირებული, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას 2022 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუძლებელი შეძლო:

„2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება, (70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია). სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პენსია 2011 წელს 110 ლარს ხოლო 2012 წელს 125 ლარს შეადგენდა, 2022 იანვრიდან კი 300 ლარი იქნება. (მაღალმთიან დასახლებებში 360 ლარი). ვფიქრობ. სხვაობა შთამბეჭდავი და თვალშისაცემია. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სოციალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებობა აღარ დაუტოვა. მესმის შესაძლოა ეს საკმარისი არ არის, მაგრამ დღევანდელი მთავრობა სოციალური კუთხით იმაზე მეტს აკეთებს. რასაც მისი წინამორბედი არა ხელისუფლება. არამედ რეჟიმი აკეთებდა! დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუძლებელი შეძლო! 2022 წელს, ერთის მხრივ მცირდება საგარეო ვალი (60%-დან 51%-მდე ), იზრდება სამინისტროების დაფინანსება, იზრდება პენსია და .. ეს ყოველივე კი პანდემიის ფონზე ხორციელდება, პარალელურად ევროპის ქვეყნებსაც კი ეკონომიკური პრობლემები აქვთ. აღნიშნული ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილის მაღალ კომპეტენციას, კვალიფიკაციას და რაც მთავარია. სურვილს ადასტურებს, ხალხზე ზრუნვის სურვილს, რომელიც მის ყოველ ქმედებაში ჩანს. არის რაღაცები. რაც უნდა დავინახოთ და შევაქოთ, პრემიერის ინიციატივები და პრემიერი ნამდვილად იმსახურებს შექებას!“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner