logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პენსიების ფიქსირებული ზრდა ძალიან კარგია, იმედია ეს იქნება შეუქცევადი და გაისადაც იქნება მატება
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:13

 

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე საინფორმაციო მთავრობის მეთაურისა და ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აფასებს, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტს,  მშპ-ს, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების 10%-ით ზრდას და ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის გამოყოფილ გაზრდილ თანხებს შეეხება.

 

ზურაბ ქადაგიძის თქმით, მშპ-ის ზრდა ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც ძალიან კარგია ქვეყნისთვის.

 

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ თანხები მხოლოდ კონკრეტულ პროექტებს აღარ მოხმარდება და  სოციალური კუთხით მოსახლეობაზე აისახება.

 

მშპ გაზრდა შეუქცევადი პროცესია და ასე უნდა გაგრძელდეს ყოველ წლიურად. ზრდა გრძელდება და ორნიშნა ციფრს ვარაუდობენ ეკონომისტები. მშპ უნდა გასცდეს 5 500 ადამიანზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი და ძალიან კარგია. რაც შეეხება ყველა ნაწილში ზრდას მილიარდამდე ავიდა ბიუჯეტის გაზრდა, რაც კარგია. ეს თანხები არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტებს და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს  მოხმარდება, ასევე, სოციალური კუთხითაც აისახება მოსახლეობაზე, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

 

ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ, მომავალი წლიდან პენსიების ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ასეთი შეუქცევადი პროცესი  კარგია.

 

პენსიების ფიქსირებული ზრდა ძალიან კარგია. იმედი მაქვს ეს იქნება შეუქცევადი და გაისადაც იქნება მატება. ძალიან კარგია ასეთი შეუქცევადი პროცესი და აუცილებელია მთავრობა იყოს მომართული კონკრეტული ციფრების ზრდაზე. როგორც კი  ირაკლი  ღარიბაშვილი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად მან ძალიან კარგი პრეზენტაციები  გააკეთა ამასთან  დაკავშირებით და ის გეგმები, რომლებიც 10 წელზეა გაწერილი, სწორედ ასეთი ზრდები ასახავს შეუქცევად ტენდენციას, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული ინიციატივა მისაღებია.

 

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის გეგმა ძალიან კარგია. ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურის მიმართ, ხელფასების და  ანაზღაურების თვალსაზრისით  მოსახლეობა მიიჩნევდა,  უმჯობესი იყო დასაქმებულიყო კერძო სექტორში. მოსახლეობა თვლის რომ არარელევანტურია ანაზღაურება საჯარო სექტორში, - დასძენს  ქადაგიძე.

 

ზურაბ ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ინფრასტრუქტურას, ადგილზე წარმოებას და სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერას ეხებოდა.

 

როგორც ანალიტიკოსმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იმისთვის  რომ ეკონომიკა სწორ რელსებზე განვითარდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია.

თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა სწორ რელსებზე განვავითაროთ, გავზარდოთ და შეუქცევად პროცესად ვაქციოთ აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა. ფინანსთა მინისტრის განცხადება ამ მხრივ ძალიან კარგია. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში წარმოების გააქტიურებაზე. ჩვენ თუ გვინდა ადგილზე წარმოებას ხელი შევუწყოთ აუცილებელია, თავიდანვე მინისტრისგან, ხელისუფლებისგან იყოს გაცხადებული ზუსტად ასეთი მოლოდინები, რომ  საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იქნება მაქსიმალური ყურადღება გამახვილებული და ესეც ძალიან კარგია რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner