„დენდროპარკში ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემი შვილებისთვის, ნაცნობებისთვის და საქართველოსთვის გაკეთდა. სამება საქართველოსთვის აშენდა და უამრავი ისეთი კარგი რამ, რომლებსაც ვერ ჩამოვთვლით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების აგორებულ კამპანიას.
როგორც გაბრიჭიძე წერს, ამაზრზენი მოსასმენია ივანიშვილის წინააღმდეგ იმ ტელევიზიიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ხალხის ნაძარცვი ფულით შეიქმნა.
„ვიცი, რომ ადამიანს შუბლის ძარღვი როცა გაწყვეტილი აქვს, აღარაფერი ეშველება.
მეც ვიცი და ყველამ, მაგრამ ამაზრზენი მოსასმენია იმ ტელევიზიებიდან ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული მარაზმატული განცხადებები, რომლებიც ხალხის ნაძარცვი ფულით „შექმნეს“. ჯარიმები და საპროცესოები, რომლითაც სულ ცოტა 300 000 ადამიანი დააზარალეს, ღამით ციხეში გადაფორმებული ბიზნესები, კერძო საკუთრება თუ პრესის ქვეშ აღებული კრედიტები. მე პირადად ივანიშვილი ერთხელ მყავს ნანახი და დენდროპარკში ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემი შვილებისთვის, ნაცნობებისთვის და საქართველოსთვის გაკეთდა. სამება საქართველოსთვის აშენდა და უამრავი ისეთი კარგი რამ, რომლებსაც ვერ ჩამოვთვლით. მოკლედ რომ ვთქვა, შუბლის ძარღვი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ უმისობა ძალიან შესამჩნევია“, - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.