გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით, პოლიტიკური პარტიები გრძნობენ, რომ ყოფილ მმართველ გუნდთან კავშირი მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
„რასაკვირველია, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, სუბიექტები გრძნობენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ მათი შედუღაბება სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ რეიტინგს და ციფრები ამას გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, უკუსვლა, რა საკვირველია საჭიროა - ასე ჩათვალა კონკრეტული პარტიის ლიდერმა და, ვფიქრობ, სწორედ ამ უკუსვლას ახორციელებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობს, რომლებსაც მომავალი აქვთ. ასეთებად „ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს მიიჩნევს.
https://cdn.imedi.ge/new/V/2112/34/57/26/Y-3so1UPnkCG2yyQnIBVGQ/2.mp4