„ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა. საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამი მარტივად გავრცელებადია, თუმცა მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„საინტერესო ფაქტი გვიჩვენა „ომიკრონმა“ - საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, ძალიან გავრცელებადია, საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ სამაგიეროდ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ეს ფაქტი რაღაც საიმედოს იძლევა იმ მხრივ, რომ თუ ავიცრებით და აცრილთა რაოდენობა ბევრი იქნება, ბოლოს და ბოლოს გადაიქცევა სხვა კოვიდ-ინფექციების მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი გრიპი“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.