logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ შესარიგებლად უნდა მიმართოს არა პარლამენტს ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს
- +

8 დეკემბერი. 2021. 16:00

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესარიგებლად უნდა მიმართოს არა პარლამენტს ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ პატიებას არავინ ითხოვს, ამიტომ ჯერ პატიება უნდა მოითხოვონ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ შესარიგებელია ქართველ ხალხთან, ამიტომ მათ ქართველ ხალხს უნდა მიმართონ, ვინც მათ უარი უკვე მერვედ უთხრა არჩევნებზე. ასე რომ, სჯობს, გზები მოძებნონ, როგორ შეურიგდნენ ქართველ ხალხს. ეს ის ხალხია, ვინც მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში დაზიანდნენ, გამოიარა სასჯელაღსრულების სისტემა, ვისაც ქონება წაართვეს, გაირიყა და დაიჩაგრა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.

 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტის რეზიდენციასთან​ არიან შეკრებილი და ეროვნული შერიგების მოტივით სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას ითხოვენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner