„თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის - რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის, მაგრამ აქაც მინდა იმედები გაგიცრუოთ, გული დაგწყვიტოთ და გითხრათ - არაფერი ცუდად არ იქნება“, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ჩართვის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„მომდევნო ოთხი წელი, თბილისის აღმშენებლობის და განვითარების წლები იქნება; აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება; ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.