საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ოლაფ შოლცს, რომელმაც გერმანიის კანცლერის მოვალეობების შესრულება დაიწყო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი კავშირები განვამტკიცოთ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველოს ურყევი გზა გავაძლიეროთ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
დღეს ბუნდესტაგმა გერმანიის ახალ კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია. ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა.
24 ნოემბერს, გერმანიაში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმდნენ.