სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლთა და მშვიდობიან მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.