„ხარეთა თანხმობის შემთხვევაში, თურქეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს ან ნებისმიერ ფორმატში მხარდაჭერა უზრუნველყოს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა დასრულდეს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ დაძაბულობა არ გაიზრდება და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება.
„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
7 დეკემბერს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოსამიტი გაიმართა.