logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:38

 

„შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მან მოსახლეობას საკუთარი და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სთხოვა.

 

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ წესები, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ყველაზე კარგი დამცავი შესაძლებლობაა პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner