logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა
- +

1 აგვისტო. 2016. 17:20


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იქნება.


 ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


ქეთევან ციხელაშვილმა ამ თანამდებობაზე პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.


ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner