საქართველოს პრმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრად ლევან იზორია დაასახელა. იზორიამ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მინდა, ორ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს და ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ იყავით ბატონო პრემიერო. ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის და ქვეყნის ინტეგრაციას. ბუნებრივია ამ ნაკისრ მოვალეობებს შევასრულებთ. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. ალბათ ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ", - განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს თინათინ ხიდაშელი იკავებდა.