logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი პარლამენტის სახელით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოთარ ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

14 დეკემბერი. 2021. 15:25

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოთარ ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუდასტურებ გვერდში დგომას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner