logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მუდმივად დაკავებულია დესტრუქციით და არ აძლევს ქვეყანას შესაძლებლობას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს
- +

14 დეკემბერი. 2021. 18:34

 

 

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, აკვირდება და ხედავს, რომ პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი მუდმივად არის დაკავებული დესტრუქციით და არ აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუსწოროს რეალობას თვალი და დაინახოს, რომ მას აქვს კონფლიქტი ქართველ ხალხთან.

 

„რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, გასაგებია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ზეპარტიულია. სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, აკვირდება და ხედავს, რომ პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი მუდმივად არის დაკავებული დესტრუქციით და არ აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აიძულებენ ქვეყანას, საზოგადოებას და მედიას, რეალობას მოწყვეტილი საკითხებით იყვნენ მუდმივად დაკავებული. რეალობის ნაწილი არაა ყოველდღიურად იმის განხილვა, თუ როგორ ვერ ეგუება მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას. ამიტომ პრეზიდენტის სურვილი გასაგებია - მას სურს, როგორმე დაამშვიდოს პოლიტიკური ვითარება. მეორე მხრივ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ რეალობას ვერ ხედავს. არსებობს ორი ვარიანტი: ან ჩვენ ყველა გადავიდეთ „ნაცმოძრაობის“ რეალობაში, ან ისინი უნდა დაუბრუნდნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner