logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ლომჯარიას კონსილიუმის ფსიქიატრის დასკვნა სრულიად აქარწყლებს სააკაშვილისა და „ნაცების“ ნარატივს ფარმაკოლოგიურ წამებაზე
- +

15 დეკემბერი. 2021. 02:16

 

 

„როდესაც ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი დაკავდება ტოტალიტარული სექტისთვის ხანმოკლედ სასარგებლო დეზინფორმაციის ტირაჟირებით, შემდგომში გროშია მისი ნებისმიერი სიტყვის ფასი!“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, რომელიც აცხადებდა, რომ სააკაშვილი ფარმაკოლოგიურ წამებას განიცდიდა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ფსიქიატრთა ფართო ჩართულობით დადგინდა, რომ სააკაშვილს მწვავე ფსიქიკური პრობლემები ტანჯავს, ლომჯარიას კონსილიუმის დასკვნა სრულიად აქარწყლებს ჯიშკარიანის და ნაცების ნარატივს.

„პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გამართლების უსუსური მცდელობით ნებისმიერი სფეროს ცალკეული სპეციალისტი თუ სასულიერო პირი, უწინარესად, საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას. ფსიქიატრთა ფართო ჩართულობით დადასტურდეს, რომ ექსპრეზიდენტი შეურაცხადია ანდა მწვავე ფსიქიკური პრობლემები ტანჯავს ან შეეშვან ბინძურ სპეკულაციებს! ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ირწმუნება მიხეილ სააკაშვილის თითქოსდა წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე და საუბრობს თითქოსდა იმ არასაჭირო ფსიქოტროპული წამლებზე შესახებ, რომელიც ექსპრეზიდენტს ციხეში დაუნიშნეს. ჯიშკარიანის თქმით, „ემპათია“ მსგავს ფაქტებს ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს. ამ დროს, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს.

 

როგორც ფსიქიატრი ამბობს, სააკაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია. „ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თავად ითხოვდა“ - აღნიშნა კურატაშვილმა. გამოდის, რომ ლომჯარიას კონსილიუმის ფსიქიატრის დასკვნა სრულიად აქარწყლებს სააკაშვილისა და „ნაცების“ ნარატივს ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებაზე. მანამდე, ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ ენდოკრინოლოგებმა მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა დაასრულეს. გიორგაძემ თქვა, რომ კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობაზე სულ ლაპარაკობენ, დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ. როდესაც ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი დაკავდება ტოტალიტარული სექტისთვის ხანმოკლედ სასარგებლო დეზინფორმაციის ტირაჟირებით, შემდგომში გროშია მისი ნებისმიერი სიტყვის ფასი!“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner