logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეებს ყველა ის ქმედება, რომელიც სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული, წარვუდგინო
- +

15 დეკემბერი. 2021. 14:59

 

„ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ“, - ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ გააქტიურდა ის წასვლის წინ.

 

„მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებისა და პრეზენტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, ეს რომ გეგმის ნაწილი არ ყოფილიყო. ასეთი ღონისძიებები 5 წუთში არ იგეგმება და არ ხორციელდება. ეს ყველაფერი კალენდრით იყო გაწერილი და ჩვენ მივყვებით ამ რიტმს. ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ, უყურადღებოდ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც არ დაგვრჩენია. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეებს ყველა ის ქმედება, რომელიც სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული, წარვუდგინო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner