logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: სააკაშვილმა არ მოუსმინა ევროპელებს და არც ამერიკელების მუდმივ გაფრთხილებებს, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის
- +

15 დეკემბერი. 2021. 16:24

 

„მან (სააკაშვილმა) არ მოუსმინა გაფრთხილებებს. არ მოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების მუდმივ გამეორებებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ საქართველოში, რომლებიც იმ დროს საკმაოდ იყვნენ ჩართულნი და უპირველეს ყოვლისა, ამბობდნენ, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „France 24“-თან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner