„რისთვის გამოიძახეს და რატომ ჩამოვიდა - ამას არავითარი გავლენა საქართველოს მომავალზე არ ექნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დიდი პრობლემები. დიდი პრობლემები ჰქონდათ მათ არჩევნებამდეც. წააგეს არჩევნები და ეს პრობლემები კიდევ უფრო გაეზარდათ. როგორც ჩანს, შიგნით მიმდინარეობს პროცესი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან უნდა დააბრუნოს პოლიტიკურ სივრცეში, ან ის უნდა დატოვოს ქუჩის ოპოზიციად“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისშია.