„ის, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი და როგორც მოქმედებენ მისი მხარდამჭერები, უკვე სერიოზული პრობლემა გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„საპარლამენტო მუშაობის ნორმალური პროცესი იმის მიხედვით, თუ რა მანდატი მოგვცა მოსახლეობამ, არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს გამომდინარე არაჯანსაღი სიტუაციისგან, რაც სააკაშვილმა თავიდან შექმნა. მერე იფიქრა, ჩამოვალ და ავრევ ქვეყანას და ან დაარწმუნა ვიღაცამ, რომ ჯორჯ ვაშინგტონის რესურსი გააჩნია ან აღმოსავლეთის ლიდერია. ან პირიქით, თავად ძალადობს უკვე თავის მოკავშირეებზე. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.