„გაპრიმიტიულება მიდის რეალურად იმ ურთიერთობის, რაც ჩვენ გაგვაჩნია NATO-სთან. ყველა საშუალებას, რომ NATO აქეთ არ წამოვიდეს, „ნაცმოძრაობა“ უშველებელ ხელშეწყობას უკეთებს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„ახლა ჩვენ ვცდილობთ ისეთი რესურსი შევქმნათ NATO-სთან ურთიერთობის, რომელიც ჩვენ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სიტუაცია ასეთია: NATO-საქართველო - თანამშრომლობა უსაფრთხოებისთვის, ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.