„ბავშვების ვაქცინაცია სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია Covid-19-ის მეხუთე ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი ბერკეტი იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია მშობლების არჩევანია.
„რაც შეეხება 5-დან 11 წლამდე ბავშვებს, ჯანდაცვის ორგანოებმა განმარტეს, რომ ვაქცინაცია დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია სასურველია. ბავშვებს იშვიათად აქვთ დაავადების მძიმე ფორმები, თუნდაც ბოლო კვირებში მძიმე ფორმების მქონე ბავშვების ათობით შემთხვევა გვქონდა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.