logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არასდროს შევეგუებით უკანონობასა და გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით, მიწების მიტაცებასა და ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს
- +

16 დეკემბერი. 2021. 12:53

 

„მინდა შევეხო პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არასდროს შევეგუებით უკანონობასა და გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით, მიწების მიტაცებასა და ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკანონო მშენებლობას და კანონის დაუმორჩილებლობას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენ მოგეცემათ საშუალება თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი. თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. აქვე მინდა, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს მივცე დავალება, რომ გაამკაცრონ და გაზარდონ ინსპექტირების და მოვახდინოთ რეაგირება ყველა ტიპის მუნიციპალური ან სახელმწიფო მიწების მიტაცებაზე ან უკანონო მშენებლობებზე.

 

მე ახლა კონკრეტულად ხელთ მაქვს ფოტოები. ეს არის ზაჰესის დასახლებაში, ისნის რაიონში და სამგორის რაიონში არსებული რამდენიმე ობიექტი, სადაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ეს ადამიანები კვლავ განაგრძობენ უკანონო მშენებლობებს. დღესაც მუნიციპალიტეტი განიხილავს რამდენიმე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის საკითხს. ასევე, მინდა კახა გულედანს ვუთხრა, რომ მსგავს შემთხვევებშიც, კანონის ზედმიწევნით დაცვით იმოქმედეთ და არცერთი უკანონო მშენებლობა არ დავტოვოთ დემონტაჟის გარეშე“,- განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner