logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დაახლოებით 400-მდე ოჯახია დედაქალაქში, რომელიც უსახლკაროს სტატუსს ატარებს და ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით
- +

16 დეკემბერი. 2021. 13:31

 

„დაახლოებით 400-მდე ოჯახია დედაქალაქში, რომელიც უსახლკაროს სტატუსს ატარებს და ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყება.

 

„ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner