logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას!
- +

2 აგვისტო. 2016. 00:18


„დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს სწრაფი ტემპებით კიდევ უფრო დააახლოებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალ სტანდარტებთან"- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე აცხადებს და ლევან იზორიას შესახებ საუბრობს.


„ლევან იზორიასთან ერთად თითქმის ორი წელი ვიმუშავე შს სამინისტროში და შემიძლია ვთქვა, რომ ის ზედმიწევნით კარგად ერკვევა მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, აქვს პარლამენტთან თანამშრომლობის გამოცდილება, ძალოვან უწყებებში იყო დემოკრატიული ცვლილებების ინიციატორი. ლევანს ზუსტად ესმის, მოცემულ პირობებში რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იზორია კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვის სამინისტროს სწრაფი ტემპებით კიდევ უფრო დააახლოებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალ სტანდარტებთან.

 

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას აშშ-ში და ალიანსის წევრ ქვეყნებთან, როგორც სამთავრობო, ისე ექსპერტულ წრეებთან აქვს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის გამოცდილება. ვფიქრობ, მნიშვნელოვან კონტაქტებს და მის მიმართ არსებულ კეთილგანწყობას წარმატებით გამოიყენებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. ის მუშაობდა ევროპაში, აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა და იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ შს სამინისტროში ვმუშაობდით, არაერთხელ ყოფილა საქმიანი ვიზიტების თუ საქმიანი დელეგაციების ხელმძღვანელი. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მის სუსტ მხარეებს, პირიქით მისი საერთაშორისო გამოცდილება არის ლევანის ერთ-ერთი ძლიერი მხარე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner