logo_geo
eng_logo
აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება
- +

17 დეკემბერი. 2021. 16:05

 

 

აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება. კანონმდებლებმა ტელევიზიების წარმომადგენელთა თხოვნა გაითვალისწინეს, საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

 

დღესვე საკითხს სესიაზე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. ცვლილებების თანახმად, გარკვეულ პირთა წრეს ონლაინ თამაშებზე წვდომა აღარ ექნება. 25 წლამდე მოქალაქეებს კი ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ.

 

დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და მათ ვებ-გვერდებზე განთავსების აკრძალვაც. დღესვე ცვლილებებს კენჭს უყრიან მესამე მოსმენით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner