logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: 2014 წლიდან ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელება შემცირებულია 73%-ით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მკურნალობა საერთოდ არ ხორციელდებოდა
- +

18 დეკემბერი. 2021. 02:26

 

 

,,2014 წლიდან ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელება შემცირებულია 73%-ით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მკურნალობა საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასევე, ხელშესახები პროგრესია B და C ჰეპატიტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების მხრივ”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენის დროს.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სწორედ, იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით, მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩართულობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია პენიტენციური ჯანდაცვა, სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა, ყველა დაწესებულებაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის მოდელი, სხვადასხვა ანგარიშებში პოზიტიურად არის შეფასებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია 24/7 გრაფიკში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner