logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში და კონკრეტული გეგმები, რომელიც ყველა რეგიონის განვითარებას და განახლებას ემსახურება
- +

18 დეკემბერი. 2021. 19:33

 

,,დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახადა თითოეული მოქალაქისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს ემსახურება:

 ,,დღეს ასევე წარმოდგენილი იყო კონკრეტული გეგმები, 10 წლიანი ხედვა, რომელიც ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას და ასევე ემსაუხურება ყველა რეგიონის, ქალაქის, დასახლების განვითარებას და განახლებას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner