,,სამიტის დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაცია, გაყინული და არაგაყინული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის ევროპის მთლიან უსაფრთხოებას”, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკაში“ ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საუბრისას განაცხადა.
„ამ კუთხით ვართ ჩვენ მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია უსაფრთხოება ზოგადად ევროკავშირისა და ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატიული გზა, რომელიც ევროპას აკავშირებს აზიასთან, ჩინეთთან და სხვა აზიის სახელმწიფოებთან.
„დაკავშირებადობა ეს ის თემაა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გვხდის ევროპისთვის“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.