logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ნებისმიერი სიფრთხილის გამოვლინება პრორუსულობის ინდიკატორი არ არის
- +

18 დეკემბერი. 2021. 22:27

 

,,რუსეთთან მიმართებაში 3 განვითარების სცენარი არსებობს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელზე ვაგებთ პასუხს”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პირველი სცენარი არის ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ იმას, რასაც განვაგრძობთ. რუსეთის მხრიდანაც გრძელდება, რაც გრძელდება, მაგრამ ამაზე მეტს ვერ აკეთებს, რადგან არის საერთაშორისო წნეხი, მუქარები, რიკტორიკა. შედეგად ჩვენ მაინც შევდივართ ნატოში. ეს არის პირველი სცენარი. მეორე სცენარი არის ისეთი, რომ რუსეთი არ იცდის და გადმოდის აგრესიულ ნაბიჯებზე. ამ შეთხვევისთვისაც საქართველო მზად არის - რაც მოხდება, მოხდება. მესამე გზაა - საქართველო მარტო არაა და მის გვერდით დგას აშშ, ნატო და მათი მხარდაჭერა ან იქნება და არ ვერ იქნება ისეთი, რომ ტანკი აღარ დაიქოქება. ამ სამი ალტერნატივიდან უნდა იცოდეს, რომელს სთავაზობ შენს ქვეყანას და რაზე აგებ პასუხს“, - განაცხადა კაკულიამ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება არ უნდა დაკომპლექსდეს იმ ნარატივით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის თავსხმოხვეული.

 

„ნებისმიერი სიფრთხილის გამოვლინება პრორუსულობის ინდიკატორი არ არის და იქნებ დავიჯეროთ, გავითავისოთ და ველაპარაკოთ საზოგადოებას“ - განაცხადა კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner