საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია.
მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს.
მე -11 ფორუმის მიზანი და ამოცანები:
ფორუმის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებსა და მონიტორინგში.
2020 - 2021 წელს ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობა მონაწილე ორგანიზაციებისთვის;
ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის მექანიზმების განხილვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
სფეროს საერთო მიმართულებების დასახვა სფეროს გაძლიერებისა და ცნობადობის გაზრდისთვის უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.
მე-11 ფორუმი გაიმართება 2021 წლის 23-24 დეკემბერს.
აპლიკაციის ბმული: SHORTURL.AT/LYDSX
გთხოვთ აპლიკაციები შეავსოთ 2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
ღონისძიების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: shorturl.at/mwLU6
ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმის მხარდამჭერები არიან სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, დანიის ნაციონალური საბჭო, ახალი დემოკრატიის ფონდი და სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი.