„რუსეთს არაერთხელ აქვს გაცხადებული და ხელმოწერით დადასტურებული, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავადვე აირჩიოს უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აღნიშნულ პრინციპს ორმაგი სტანდარტისთვის იყენებს, ანუ საკუთარი გადმოსახედიდან და მისთვის სხვა ქვეყნების იგივე უფლება არაფერს წარმოადგენს.
„პარადოქსი იცით რაშია? რუსეთს არაერთხელ აქვს გაცხადებული და ხელმოწერით დადასტურებული, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავადვე აირჩიოს უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსები. ეს დაფიქსირებულია ჰელსინკის პრინციპებში, რომლის ხელისმომწერიც არის რუსეთი. „პარიზის ქარტიაში“, „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებულ შეთანხმებაში“, რომელიც ასევე რუსეთის მიერაა ხელმოწერილი და ამ დროს, რეალობაში, ის ამ პრინციპს ორმაგი სტანდარტისთვის იყენებს, ანუ იყენებს საკუთარი გადმოსახედიდან და მისთვის არაფერია სხვა ქვეყნების იგივე უფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.