logo_geo
eng_logo
ზაზა წერეთელი: ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში 35%-ია აცრილი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ შტამს შიშველი ხელებით ხვდება
- +

19 დეკემბერი. 2021. 21:32

 

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში 35%-ია აცრილი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ შტამს შიშველი ხელებით ხვდება“, - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

 

მისი თქმით, აფრიკის კონტინგენტს, სადაც აღნიშნული შტამი გავრცელდა, არ შეხვდა ვაქცინების ის რაოდენობა, რომ მოსახლეობა აეცრა.

 

„ჩვენთან, მაგალითად, ნორვეგიაში ომიკრონის შემთხვევების 80% აუცრელებში ფიქსირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში 35%-ია აცრილი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო შიშველი ხელებით ხვდება ამ შტამს, რომელიც ასე სწრაფად ვრცელდება.

 

საზოგადოებას უქმნით საფრთხეს და ამ საზოგადოებაში თქვენ უნდა იცხოვროთ. აფრიკის კონტინგენტს არ შეხვდა ვაქცინების ის რაოდენობა, რომ აეცრათ, მაგრამ ქვეყანას, შენ, საქართველო, გაქვს გაქვს ვაქცინა და არ იცრები!“ - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner