logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ კი არა, სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს ქვეყანას მტრობს
- +

20 დეკემბერი. 2021. 01:41

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს. მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათ არ მიჰყვება ამ დესტრუქციულ ქმედებებში. დარჩა რამდენიმე კაცი, რომელიც უსტვენს, ხმაურობს და ქმნის მათ დღის წესრიგს, იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომელიც მათი პროპაგანდის წყაროა და მათ ემსახურება“, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებისა და გეგმებისა, ამ პარტიას რაიმე სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევის რესურსი არ აქვს.

 

„მათი ამომრჩევლების დიდ ნაწილსაც, ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ არეულობა და დესტრუქცია ყოფილიყო. დასავლეთმა ძალიან სწორი გზავნილები გამოგზავნა. „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ კი არა, სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს ქვეყანას მტრობს. ისინი ტიპური ნეობოლშევიკები არიან - მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ისეთი მხარდაჭერა არ აქვთ, რომ ეს რაიმე სერიოზულში გადაიზარდოს“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner