logo_geo
eng_logo
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
- +

20 დეკემბერი. 2021. 10:38

 

 

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა. ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედალი აიღეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.

 

ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო. გარდა ამისა, ტალახაძე შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდპანდემიის გამო, 1 წლის დაგვიანებით, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.

 

ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner