logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი თინა ხიდაშელს: ალასანიაც უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო
- +

2 აგვისტო. 2016. 11:18



დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარისთვის თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის თაობაზე ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის შეფასება გაუგებარია.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას „შეცდომას" უწოდებს. ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა პარტნიორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.


სოზარსუბარის განცხადებით,  თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.


„ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როდესაც ქალბატონმა თინამ გააკეთა დაპირისპირება - ალასანია იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია, კარგად გვახსოვს, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე, თუ არ ვცდები საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა - პოლკოვნიკი თუ გენერალია... თუმცა, ეს მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


რაც შეეხება უშუალოდ ლევან იზორიას, დევნილთა მინისტრს პრემიერის არჩევანი მოსწონს და როგორც აცხადებს, იზორია ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner