logo_geo
eng_logo
მეუფე იოანე: ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა
- +

20 დეკემბერი. 2021. 21:16

 

„ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა“, - ამის შესახებ ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ყველაფერი აღიაროს.

 

„სააკაშვილის რეაქცია მე არ მაკვირვებს. მისი საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენებისა, მსოფლიოში ცნობილია. მე ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონ მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. თუ ეს თავდასხმაა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე პასუხი გასცეს. რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

 

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა, რომ მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. „დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner