„როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას როლი პარტიული მედიის მწყემსვაა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
„მგონი ნათელია რა უდნა და რატომ ჩამობრძანდა თემურ ალასანია მოკლე ვიზიტით სულ ორი დღის, არც მივიდა დასაკითხად სასამართლოში. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ გადაწყვეტილება შიმშილობაზე მან მიიღო. გავრცელდა ნიკა გვარამიას პოსტი დახურული ჯგუფიდან, რომელშიც ის უსახსრობაზე ჩივის. ამ ადამიანის ჩამოსვლის შემდეგ დაჩქარდა პროცესები. ნიშანდობლივია, როდესაც სააკაშვილი ეუბნება ბიძამისს, რომ „მოდი შენ გვარამიას და ჟურნალისტებს მიხედე“. როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას აქვს თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული როლი, იგი მწყემსავს პარტიულ მედიას. როგორ ჩანს, მისი გავლით მოდის სახსრები და ფინანსები მედიაში. რა თქმა უნდა, შავი ფული და ამით სულდგმულობენ ის ე.წ. ჟურნალისტები“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.