„სანამ ყველაფრის აღიარება არ მოხდება, სანამ ადამიანები, რომლებიც აჩანაგებდნენ ამ ქვეყანას, ხოცავდნენ ხალხს, არბევდნენ მიტინგებს, აყალბებდნენ არჩევნებს არ იტყვიან, რომ ამ უკეთურებას ჩადიოდნენ, მანამდე ეს პროცესი წინ ვერ წავა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი live“-ში განაცხადა.
მისი თქმით, როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ.
„როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ იქ გვაბრუნებენ, ეს ე.წ. შიმშილობის აქტიც იქ დაბრუნებაა. სააკაშვილს მუხაძე ჰყავდა, სიკვდილის ანგელოზი და ახლა ამბობს, რომ არ იცოდა ვინ იყო მეგის ქარდავა, მუხაძე. პირი, რომელიც გლდანის საპატიმროს დირექტორი, მე-18 სამედიცინო დაწესებულების დირექტორი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი იყო და თურმე არ იცოდა მის შესახებ. მანიაკი ადამიანი, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა ციხეში და თაბახის ფურცლებს აჭმევდა ადამიანებს და ეს არ იცოდა თურმე. 300 კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, რომ მიტინგს არბევდნენ არ იცოდა, ხალხს აუპატიურებდნენ ციხეში არ იცოდა, მამაკაცებს ციხეში აუპატიურებდნენ არ იცოდა, მის თანაპარტიელებს ვიდეოთვალს უმონტჟებდნენ საძინებელში, არ იცოდა და არაფერი არ იცოდა და ვისი და რისი პრეზიდენტი იყო? იმ ხალხის პრეზიდენტი იყო, ვინც ახლა იქ შიმშილობს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.