„შესაძლოა, როდესაც „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება. ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც განიხილება სხვა ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა.
„ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც“, - ივანე ჩხაიძემ.