„ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდებათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა.
„არის მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, არანაირი ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, ეს არის აბონემენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული. საქართველოშიც რა თქმა უნდა, ეს სისტემა ინერგება. ამაზე ჩვენ 2017 წლიდან ვსაუბრობთ, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონიმენტის რომელი მიმართულება აიღოს, ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი, შეიძლება იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები. გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის, ამიტომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განახცადა კახა კალაძემ.