logo_geo
eng_logo
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

23 დეკემბერი. 2021. 23:23

 

 

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლისა და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნისა და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, აისის, დიღმის ქედისა და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ბორის პაიჭაძის, ქერჩისა და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, მარტყოფის, საინგილოს, ფშავის, ბზიფის, გალავნის, ოძისისა და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner