logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სააკაშვილზე: ის არის ჩვეულებრივი მატყუარა, ყველაფერს კადრულობს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების კითხვებს
- +

24 დეკემბერი. 2021. 00:26

 

 

„სააკაშვილი ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

 

„ჩვენ ხომ ვიცნობთ ამ პიროვნებას, ვიცით ვინ არის და როგორი მეთოდებით მოქმედებს ის, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა. ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ, მაგრამ ყველაფერი ხომ ფაქტებით არის დადასტურებული და შესაბამისად, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner