logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია - შიმშილობის დაწყებას „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევ
- +

24 დეკემბერი. 2021. 01:47

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ გადაწყვეტილებას, რომელიც შიმშილობასთან დაკავშირებით მიიღეს, „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევდი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„რა შედეგს ელოდებიან არ ვიცი. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან. ფაქტი არის ძალიან მარტივი - სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ქართულ პასპორტზე, ეს წარმოგიდგენიათ რამხელა შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნის, ხალხის. არავის დაჭერა არავის უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს ჩადენილი და ხარ მთავარი შემოქმედი იმ ბოროტების, იმ სისხლიანი 9 წლის - პასუხი უნდა აგო. ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ უნდა გაბედოს თავისი მოსახლეობის მიმართ ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რაც მათ ჰქონდათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner