logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ ჭამს პატარა პარტიებს და ამბობს - ან მე, ან არაფერი. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვის არის ცუდი
- +

24 დეკემბერი. 2021. 02:23

 

 

„საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკრეტულ პარტიებსა და ლიდერებს დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილები იყვნენ პარლამენტში. თუმცა, მათ ამაზე უარი თქვეს, მოექცნენ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ. ამით „ნაცმოძრაობა“ გაძლიერდა, ეს პარტიები კი გაქრნენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ნაცმოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ სხვა პარტიებს და სხვა პიროვნებებს, ვინც საერთოდ პოლიტიკაში არ არიან, დღეს კარგი შანსი აქვთ, შემოვიდნენ პოლიტიკაში და კონკრეტული ნიშა დაიკავონ. რა თქმა უნდა, თუ მომავალში ისევ „ნაცმოძრაობის“ მძევლები არ გახდებიან. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკრეტულ პარტიებსა და ლიდერებს დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილები იყვნენ პარლამენტში. თუმცა მათ ამაზე უარი თქვეს, მოექცნენ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ. ამით „ნაცმოძრაობა“ გაძლიერდა, ეს პარტიები კი გაქრნენ. როდესაც მოსახლეობა გიჭერს მხარს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე რომ ასი ათასობით მხარდამჭერი მყავს, ეს ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ ადამიანებს იმედები არ გავუცრუო და ხვალ-ზეგ რომ ერთმანეთს შევხვდებით, თვალებში შეხედვის არ შემრცხვეს. ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე. ხომ არ შეიძლება, მხოლოდ მმართველმა გუნდმა ყველაფერი იცოდეს და ყველაფერი აკეთოს. ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს რაღაც სიახლეებზე და შემოიტანოს ეს სიახლეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენთან სულ სხვა რეალობაა - „ნაცმოძრაობა“ ჭამს პატარა პოლიტიკურ პარტიებს და ამბობს - ან მე, ან არაფერი. ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი“, - აცხადებს კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner