logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: თემურ ალასანიას საქართველოში კორუფციული ნაკვალევი არ დაუტოვებია, სააკაშვილისგან განსხვავებით, ის უფრო წინდახედულია
- +

24 დეკემბერი. 2021. 02:38

 

 

„მათ ძალიან კარგად გამოსდით კორუფციული სქემების აწყობა. ტერორისტებივით მოქმედებდნენ - აკავებდნენ მამას ან შვილს და მერე პირდაპირ, ჩვეულებრივად მიდიოდა მოლაპარაკებები ოჯახთან ბინის გადაფორმებაზე, ბიზნესის დათმობაზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის, თემურ ალასანიას და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული საქმიანობის შესახებ კითხვას უპასუხა.

 

„თემურ ალასანიას კორუფციული ნაკვალევი საქართველოში არ დაუტოვებია. სააკაშვილისგან განსხვავებით, ის უფრო წინდახედული და გამოცდილი ადამიანია, მაგრამ ყველა დიდ ფინანსურ გარიგებაში მათ ცხვირი ჰქონდათ ჩაყოფილი. ის კი არ ერევა პარტიულ საქმიანობაში, ის უშუალოდ წყვეტს, ვინ სად იშიმშილოს, სად გაიხადოს, სად შემოიხიოს ტანსაცმელი და ა.შ. ამ ადამიანებს, ამ ჯგუფს არ შეუძლია შემოქმედება. მათი მთელი ინტელექტი მობილიზებულია პროვოკაციის მოწყობაზე, სადღაც შევარდნაზე, ფანჯრის ჩამტვრევაზე და მერე იმის თქმაზე, რომ ეს ფანჯარა სხვამ ჩაამტვრია. მათ ძალიან კარგად გამოსდით კორუფციული სქემების აწყობა. ტერორისტებივით მოქმედებდნენ - აკავებდნენ მამას ან შვილს და მერე პირდაპირ, ჩვეულებრივად მიდიოდა მოლაპარაკებები ოჯახთან ბინის გადაფორმებაზე, ბიზნესის დათმობაზე“, - ამბობს ბაღათურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner